კვლევა

კრიტიკული და შემოქმედებითი უნარების განვითარება თვალსაჩინოებების - პლაკატებისა და კარიკატურების გამოყენებით


სსიპ ქალაქ თბილისის N62 საჯარო სკოლა

პედაგოგიური პრაქტიკის კვლევა


კვლევის სახელწოდება:კრიტიკული და შემოქმედებითი უნარების


განვითარება თვალსაჩინოებების - პლაკატებისა და


კარიკატურების გამოყენებით


კვლევის ხელმძღვანელები:ცირა გრიშიკაშვილი, ეკატერინე ტალახაძე


2017-2018 წელი


2


სარჩევი


კვლევის სახელწოდება:კრიტიკული და შემოქმედებითი უნარების განვითარება

თვალსაჩინოებების - პლაკატებისა და კარიკატურების გამოყენებით.................................. 1

ანოტაცია ........................................................................................................................................ 4

საკვლევი მასალის მიმოხილვა .................................................................................................... 5

პრობლემის იდენტიფიცირება .................................................................................................... 5

კვლევის ჰიპოტეზა ..................................................................................................................... 6

მონაცემები მოსწავლეთა შესახებ ................................................................................................ 6

პრობლემის აქტუალობა ............................................................................................................... 7

პრობლემის გამომწვევი მიზეზი ................................................................................................. 7

კვლევის მიზანი ........................................................................................................................... 8

კვლევის ამოცანები ...................................................................................................................... 8

კვლევის ეთიკა .............................................................................................................................. 9

სარგებელი მოსწავლეებისათვის: ................................................................................................ 9

სარგებელი მასწავლებლებისთვის: ............................................................................................. 9

სარგებელი მკვლევარი მასწავლებლებისთვის: ....................................................................... 10

ლიტერატურის მიმოხილვა ....................................................................................................... 10

კვლევის დიზაინი ....................................................................................................................... 15

კვლევის ინსტრუმენტი .............................................................................................................. 15

კვლევაზე მუშაობის ვადები ..................................................................................................... 16

ჩატარებული კვლევის შედეგები და ანალიზი ........................................................................ 17

გამოკითხვის შედეგები .............................................................................................................. 17

კვლევის ანალიზი ....................................................................................................................... 18

მოსწავლეთა გამოკითხვის შედეგები ....................................................................................... 19

კვლევა .......................................................................................................................................... 20

გამოკითხვაN2 ............................................................................................................................. 23

კვლევის შედეგებზე დაყრდნობით განისაზღვრა ძირითადი ამოცანები ............................. 24

ინტერვენციის მსვლელობა და შედეგები ................................................................................ 24

ინტერვენცია 1. ............................................................................................................................ 24

ინტერვენციის შედეგები ............................................................................................................ 25

ინტერვენცია 2. ............................................................................................................................ 25

ინტერვენციის შედეგები ............................................................................................................ 26

ინტერვენცია 3. ............................................................................................................................ 27


3

ინტერვენციის შედეგები ............................................................................................................ 27

ინტერვენცია 4. ............................................................................................................................ 28

ინტერვენციის შედეგები ............................................................................................................ 29

ინტერვენცია 5. ............................................................................................................................ 30

ინტერვენციის შედეგები ............................................................................................................ 30

კვლევის შეჯამება, თვითშეფასება ............................................................................................ 31

კვლევის მიგნებები და რეკომენდაციები ............................................................................... 32

ბიბლიოგრაფია ........................................................................................................................... 34

რეფლექსია................................................................................................................................... 35

დანართი1 .................................................................................................................................... 37

დანართი2 .................................................................................................................................... 38

დანართი 3 ................................................................................................................................... 38

გამოყენებული რესურსი: ........................................................................................................... 40


4

ანოტაცია

სსიპ ქალაქ თბილისის N62 საჯარო სკოლის უფროსმა მასწავლებლებმა, ცირა

გრიშიკაშვილმა და ეკატერინე ტალახაძემ, რომლებიც ჩართულები არიან სქემაში

ჩაატარეს პედაგოგიური პრაქტიკის კვლევა.კვლევის მიზანს წარმოადგენდა, სასწავლო

პროცესის ხარისხიანი და ეფექტური წარმართვისთვის ისეთი მეთოდების კვლევა,

სადაც გათვალისწინებული იქნებოდა მოსწავლეთა ისტერესები, საჭიროებები,

შესაძლებლობები.

ქვემოთ, მოცემულ ნაშრომში აღწერილია სკოლაში არსებული პრობლემის შესახებ

საკვლევი მასალა, პრობლემის აქტუალობა, კვლევის მიზნები, მოსალოდნელი შედეგები,

კვლევის მეთოდოლოგია. განსაზღვრულია კვლევის ვადები, გამოყენებული

ლიტერატურის მიმოხილვა, ინტერვენციების მსვლელობა და მიღებული შედეგები,

კვლევის დროს შექმნილი პრობლემები, რისკები და ხარვეზები, კვლევის შედეგები და

დასკვნები, სიახლეები, რომელიც მოცემულ საკითხთან დაკავშირებით გამოვლინდა და

შეჯამდა.


5

საკვლევი მასალის მიმოხილვა


მოგახსენებთ, რომ სსიპ ქალაქ თბილისის N62 საჯარო სკოლის საზოგადოებრივი

მეცნიერებების კათედრის მუშაობის დროს, ისტორიის მასწავლებლები ცირა

გრიშიკაშვილი და ეკა ტალახაძე ხშირად განვიხილავთ მოსწავლეთათვის შემაჯამებელი

სამუშაოს შერჩევის საკითხს, ვგეგმავთ მომდევნო გაკვეთილებს, ერთმანეთს ვუზიარებთ

ჩვენს მიღწევებსა და პრობლემებს. ვაანლიზებთ მიღებულ შედეგებს. მორიგი შეხვედრის

დროს , ჩვენი მოსწავლეთა შეფასებებისას, კიდევ ერთხელ დავრწმუნდით არსებულ

პრობლემაში.მოსწავლეთა უმრავლესობა ორიენტირებულია ფაქტობრივ ცოდნაზე.

უჭირთ ღია კითხვებზე პასუხის გაცემა.მოსწავლეებს, გარდა ფაქტობრივი ცოდნისა

მოეთხოვებათ ანალიზი და შეფასება, რაც ბავშვებს ერთულებათ და ქმნის სერიოზულ

პრობლემას. ჩვენი კვლევა ეფუძნება პრობლემის იდენტიფიცირებას, ფოკუს-ჯგუფის

შექმნას, საჭირო , დაგეგმილ ინტერვენციებს და შედეგების შეჯამებას.


პრობლემის იდენტიფიცირება


მოსწავლეთა უმრავლესობას უჭირს ღია კითხვებზე პასუხის გაცემა, მოვლენისა

ფაქტების შეფასება და ანალიზი. უჭირთ საკუთარი აზრის ჩამოყალიბება,

არგუმენტირებული პასუხი, კრეატიული აზროვნება. მოსწავლეეები ძირითადად

ფლობენ ფაქტობრივ მასალას და ქრონოლოგიას.

საზოგადოებრივი მეცნიერებების უფროსმა მასწავლებლებმა ცირა

გრიშიკაშვილმა და ეკა ტალახაძემ დავგეგმეთ პრაქტიკული კვლევის განხორციელება,

შევიმუშავეთ სამოქმედო გეგმა და ყოველ ახალ ბიჯის გადადგმისას განვიხილავდით და

ვაჯამებდით წინა შედეგებს.

ჩვენი თანამშრომლობის ძირითადი იდეა მდგომარეობს იმაში, რომ ავამაღლოთ

მოსწავლეთა ინტერესი ისტორიის გაკვეთილზე. თანამედროვე , 21-ე საუკუნის

გამოწვევები გულისხმობს მოქალაქის თავისუფალ, კრეატიულ, შემოქმედებით

პიროვნებად აღზრდას, რაც მომავალში გაუადვილებს ჩამოყალიბდეს სრულფასოვან

საზოგადოების წევრად, საკუთარი აზრი და მოსაზრებები გამოხატოს თავისუფლად და

ამავე დროს, პატივი სცეს სხვათა მოსაზრებებს. ეს ყოველივე კი აუცილებელია ქვეყნის

დემოკრატიული განვითარებისათვის.

გაჩნდა კითხვები:


6

 რა მეთოდები გამოვიყენოთ, რომ მოსწავლეს გამოუმუშავდეს მაღალი

სააზროვნო უნარ-ჩვევა?

 როგორ შევქმნათ საკლასო ოთახში მოსწავლეთა სასურველი გარემო?

 როგორ ავუმაღლოთ მოსწავლეებს ისტორიის სწავლის მოტივაცია?

კვლევის ჰიპოტეზა


 მრავალფეროვანი სასწავლო რესურსი მოსწავლეთა ჩართულობას ზრდის

 მრავალფეროვანი თვალსაჩინოებები მოსწავლეს კრიტიკულ აზროვნებას

უყალიბებს

 პლაკატისა და კარიკატურის განხილვა მოსწავლეებს შემოქმედებითს ხდის


მონაცემები მოსწავლეთა შესახებ


კვლევის დაწყებისას სამიზნე ჯგუფად ავირჩიეთ მე-8 და მე-10 კლასები.

მოგახსენებთ, რომ აღნიშნულ კლასებში ბავშვთა რაოდენობა გახლავთ 53

მოსწავლე.

ბიჭი-32

გოგო-21

წარმატებული-10

საშუალო მაჩვენებელი--18

დაბალი--25

მოსწავლეთა უმრავლესობის ქულათა მაჩვენებელი არის დადებითი. თუმც, ეს არ

გულისმობს იმას, რომ მოსწავლეები მოცემულ დავალებებს სრულფასოვნად

ასრულებენ.

ჩვენი თავდაპირველი მიზანი პრობლემის იდენტიფიცირება და გადაჭრის

გზების ძიება გახლდათ. მიგნებული სიახლეების შეჯამება და საკლასო ოთახში

დანერგვა.


7

პრობლემის აქტუალობა

მოგეხსენებათ, რომ XXI საუკუნის მიდგომები და გამოწვევები აშკარად

განსხვავებულია წინა წლების მოთხოვნილებებისგან. თანამედროვე ბავშვები და

მოზარდები ცხოვრობენ თანამედროვე ტექნოლოგიების ეპოქაში. სწავლა- სწავლება კი

მუდმივად განახლებადი პროცესია. განსაკუთრებით სათუთი და ფრთხილი მიდგომა

გვჭირდება მოზარდებთან. საჭიროა სწორი და მიგნებული მეთოდების გამოყენება, რათა

მოსწავლეებს მოტივაცია ავუმაღლოთ. სასურველია მოსწავლეს ისეთი სასურველი

გარემო შევუქნმათ საკლასო ოთახში, რომ ბავშვისთვის სკოლა და გაკვეთილი

ინტერესის სფეროს წარმოადგენდეს.

თანამედროვე საქართველოს საგანმანათლებო სკოლებში წლებია მიმდინარეობს

რეფორმა, სწავლის ხარისხის გაუმჯობესების თაობაზე, რეალური შედეგი კი არ ჩანს.

განათლების დონე ჩვენს ქვეყანაში დაბალია, რასაც ადასტურებენ საერთაშორისო

კვლევითი ორგანიზაციები. (საქართველო განვითარებად ქვეყნების ბოლო ათეულში

დასახელდა).

როგორ დავაბრუნოთ ბავშვი სკოლაში?

როგორ ავუმაღლოთ მოტივაცია?

როგორ შევუწყოთ ხელი სწავლის დონის ამაღლებას?

თუ გავითვალისწინებთ საქართველოში პოსტსაბჭოთა პერიოდს, შემდგომ

პოლიტიკურ, ეკონომიკურ და სოციალურ მდგომარეობას, რაც პირდაპირ გავლენას

ახდენს მოზარდთა ჩამოყალიბებასა და აღზრდაში, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ

პრობლემა ნამდვილად არსებობს.

სწორედ , მოსწავლეთა ინტერესის გაზრდის და მათი მაქსიმალურად ჩართულობის

მიზნით უნდა დაიგეგმოს მრავალფეროვანი მეთოდები საგაკვეთილო პროცესში.

მოსწავლეთა ინტერესის გათვალისწინებით ისტორიის გაკვეთილზე

სასურველია დაინერგოს სწავლის პროცესში ვიზუალური მასალის უფრო ეფექტური

გამოყენება, რაც მოსწავლეს დაეხმარება გახდეს უფრო შემოქმედი და კრეატული.


პრობლემის გამომწვევი მიზეზი

1) მოსწავლეთა უმრავლესობა საკუთარ დღის რეჟიმს სწორად არ ანაწილებს,

ხშირად აქვთ დროის დეფიციტი

2) სახელმძღვანელო არის ძალიან გადატვირთული ფაქტებითა და მოვლენებით.


8

ერთ პარაგრაფში ხშირად ათეულობით თარიღია.

3) სახელმძღვანელოში არ არის საკმარისად ვიზუალური მასალა

4) სკოლები არ არის აღჭურვილი სათანადოდ, მატერიალურ-ტექნიკური ბაზით.

5) მოსწავლეებს ბეზრდებათ რუტინული სწავლება

6) მოსწავლეებს ნაკლებად გააჩნიათ მოტივაცია სწავლებისადმი


კვლევის მიზანი

სასწავლო პროცესში შექნმილმა სირთულეებმა და პრობლემამ ცხადყო, სიახლის

აუცილებლობა.

ჩვენი კვლევის მიზანია ავამაღლოთ მოსწავლეთა მოტივაცია საგაკვეთილო

პროცესში. პლაკატებისა და კატიკატურების გამოყენების გზით მოსწავლეებს

განუვითარდეთ კრეატიული და შემოქმედებითი უნარი. მოცემული მეთოდი

მოსწავლეებს დაეხმარებათ ვიზუალური აღქმით განიცადონ ისტორიული ეპოქა,

შეაფასონ და გაანალიზონ მომხდარი მოვლენები.


კვლევის ამოცანები


1)რამდენად ეფექტური იქნება პლაკატითა და კარიკატურით მოსწავლეთა

შემოქმედებითი უნარის ამაღლება?

2) რა უპირატესობა აქვს სწავლების ამ მეთოდს?

3)რამდენად იქნება შესაძლებელი მოსწავლეთა მიღწევებისა და სუსტი მხარეების

განსაზღვრა?

4)რამდენად მისაღები აღმოჩნდება მოსწავლეებისთვის აღნიშნული მეთოდი?

5)შეძლებენ თუ არა პლაკატით ან კარიკატურით ისტორიული პერიოდის,

მოვლენის, პიროვნების შეფასებას?


9

6) რამდენად შეძლებენ განასხვაონ პლაკატზე დატანილი ინმოფორმაცია

კარიკატურის სათქმელისგან?

7) როგორია მასწავლებლის პრაქტიკული დაკვირვება სასწავლო პროცესში

თვალსაჩინოებებზე მუშაობის დროს.

კვლევის ეთიკა

კვლევის დაწყებისას და პრობლემის იდენტიფიცირების შემდეგ, შეიქმნა ფოკუს ჯგუფი,

მონაწილე 51 მოსწავლე. მოსწავლეები შეირჩენ ნებაყოფლობით, საკუთარი

სურვილით,(მიუხედავად იმისა, რომ მე-8 და მე-10 კლასში 53მოსწავლეა, ორმა უარი

განაცხადა კვლევაში მონაწილეობაზე)მოსწავლეებს გავაცანით კვლევის მიზნები,

საჭიროებები და შევთავაზეთ თანამშრომლობა.კვლევის

მსვლელობისასვითვალისწინებდით მათ მოთხოვნებს.დავგეგმეთ, რომ გამოკითხვა

იქნებოდა კონფიდენციალური, მოსწავლეები არ მიუთითებდნენ სახელსა და გვარს,არ

ხდებოდა იდენტურობის დადგენა.

კვლევის შესახებ ვესაუბრეთ კოლეგა პედაგოგებს, შევთავაზეთ მიეღოთ

მონაწილეობა და გაეწიათ ჩვენთვის დახმარება. მონაწილეობაზე სურვილი 12

ისტორიის მასწავლებელმა გამოთქვა. მათთან შეთანმებით მათი ვინაობა კვლევაში

მოხსენიებულია.


სარგებელი მოსწავლეებისათვის:

მოსწავლეებს გაეზრდებათ ინტერესი ისტორიის საგნისადმი, შეიცვლება

დამოკიდებულება, შეძლებენ საკუთარი შესაძლებლობების დადგენას, აუმაღლდებათ

თვითშეფასება,განუვითარდებათ კომუნიკაციისა და თანამშრომლობის უნარი.

მასწავლებლის ისტრუქციას შეასრულებენ ხალისით. გაიზრდება საგაკვეთილო

ჩართულობა, აუმაღლდებათ ცოდნის დონე. ისწავლიან, როგორ ისწავლონ წყაროს

კვლევა, თვალსაჩინოებების მეშვეობით დაადგენენ წარსულში მომხდარი მოვლენებს,

გააკეთებენ საკუთარ დასკვნებს.

სარგებელი მასწავლებლებისთვის:

განხორციელებული კვლევის მიგნებები და დასკვნები მასწავლებლებს დაეხმარებათ

მსგავსი პრობლემის მოგვარებასა და გადაჭრაში. კვლევის გაზიარების და გაცნობის

შემდეგ კი პროფესიული საქმიანობის გაუმჯობესებაში. შეძლებენ სასურველი სასწავლო

გარემოს შექმნას, რომელიც მოსწავლეთა მაქსიმალურ ჩართულობაზე იქნება


10

ორიენტირებული. ჩვენს მიერ ჩატარებული ინტერვენციების, გამოყენებული

აქტივობებით გაუადვილდებათ თვალსაჩინოებებით სწავლება.

სარგებელი მკვლევარი მასწავლებლებისთვის:

ჩემთვის, როგორც მოქმედი მასწავლებლისთვის აუცილებელია მუდმივი

პროფესიული ზრდა. ვფიქრობ, რომ კვლევა მნიშვნელოვანი იქნება ჩემს პრაქტიკაში

დავნერგო ისეთი სწავლების მეთოდები, რომელიც დამეხმარება სასურველი შედეგების

მიღწევაში. მოცემული კვლევა გამიადვილებს ისე დავგეგმო ისტორიის გაკვეთილები,

რომ მოსწავლეებს განუვითარდეთ მაღალი სააზროვნო უნარ-ჩვევები: კრიტიკული

აზროვნება და შემოქმედებითობა. საგაკვეთილო პროცესი გავხადო ხალისიანი და

გავზარდო მოსწავლეთა ჩართულობა , ინტერესი და მოტივაცია.


ლიტერატურის მიმოხილვა


ისტორიის სწავლებისას, ისტორიული ფაქტებისა და ქრონოლოგიის დასწავლა არ

იძლევა ისეთი უნარების განვითარების საშუალებას, რომელიც მოზარდს

ჩამოუყალიბებს კრიტიკულ აზროვნებას, ანალიზისა და შეფასების უნარების

განვითარებას.

სწავლებაში თვალსაჩინოების გამოყენებას დიდი ხნის ისტორია აქვს. ამ მეთოდით

ასწავლიდნენ ძველი წელთაღრიცხვამდე საუკუნეების წინ ძველი ეგვიპტის,

საბერძნეთის, შუმერების სკოლებში.თვალსაჩინოების გამოყენების იდეაც

დაკავშირებულია ანტიკური პერიოდის ფილოსოფოსის, არისტოტელეს სახელთან.

მოგვიანებით, ამ მეთოდით სწავლებას დიდი ყურადღება მიაქციეს ჰუმანისტებმა XVII

საუკუნეში.

იან ამონ კომენსკი თავის ნაშრომში “ დიდი დიდაქტიკა“ წერდა, რომ „ თუ გვსურს,

მივცეთ მოსწავლეებს ჭეშმარიტი და მტკიცე ცოდნა, უნდა ვასწავლოთ ისე, რომ იგი

ემყარებოდეს საკუთარ დაკვირვებასა და გრძნობად აღქმას“. სწავლების ასეთ მეთოდს,

კომენსკიმ „ სწავლების ოქროს წესი“ უწოდა.

ბუნებრივია ჩნდება კითხვა, თუ რატომ არის ასეთი მნიშვნელოვანი სწავლებაში

თვალსაჩინოების პრინციპის გამოყენება?


11

აღსანიშნავია, რომ მოსწავლის ცოდნისა და გამოცდილების დიდი ნაწილი

გარემოდან მიღებულ მხედველობით ინფორმაციას ეფუძნება.ინფორმაციის 80%

მხედველობის საშუალებით შემოდის ადამიანის ტვინში, მხედველობითი ინფორმაცია

გროვდება გრძელვადიან მეხსიერებაში, რომელსაც ადამიანი მოქმედებისა და

აზროვნების საფუძვლად იყენებს.(მ. ბოჭორიშვილი 2013)

თვალსაჩინოებების გამოყენება საშუალებას გვაძლევს, შევუქმნათ მოსწავლეებს

ნათელი და ზუსტი წარმოდგენა ისტორიული წარსულის შესახებ.თვალსაჩინოება

აკონკრეტებს შესასწავლ ისტორიულ ფაქტებსა და მოვლენებს, აადვილებს მათი არსის

გაგებას და შეთვისებას, ხელს უწყობს ახსნილი ახალი მასალა მტკიცედ დარჩეს

მოსწავლეთა გონებაში.

ისტორიის სწავლებაში გამოყენებული თვალსაჩინოება განსხვავდება სხვა საგნებში

გამოყენებული თვალსაჩინოებისგან, რადგან ისტორიაში შესასწავლი ობიექტია

ისტორიული წარსული, სოციალური ურთიერთობა, პოლიტიკური წყობა და მრავალი

სხვა, რომელთა უშუალო აღქმა არ შეიძლაება. ა.ვაგინი თავის ნაშრომში წერდა:

“ რეალური ისტორიული პროცესის, წარსული საზოგადოებრივი ურთიერთობების

უშუალო ცოცხალი აღქმა შეუძლებელია, მათი გაცნობიერება აბსტრაქტული

აზროვნებით ხდება. ისტორიის სწავლებაში თვალსაჩინოება გამოიხატება არა თვით

ისტორიული წარსულის უშუალო აღქმაში, არამედ წარსულის ნივთიერი ძეგლების,

მათი მატერიალური კვალის აღქმაში“ (ბ. დოლიძე 1998)

სწავლების პროცესში თვალსაჩინოებების გამოყენებას განსაზღვრავს

მასწავლებელი იმის მიხედვით, თუ როგორია რესურსის ხასიათი, შინაარსი,

გაკვეთილის ამოცანა და მიზანი. თვალსაჩინოება შეიძლება გამოყენებულ იქნას

როგორც წინარე ცოდნის გააქტიურების დროს, ასევე ახალი მასალის შესწავლის

პროცესში ან გაკვეთილის დასკვნით ნაწილში მიღებული ცოდნის განმტკიცებისა და

გამოყენებისთვის.

პლაკატით, კარიკატურით, ილუსტრაციით მიწოდებული ინფორმაცია

ერთიორად ზრდის მოსწავლეებში სააზროვნო უნარების გააქტიურებას, ხელს უწყობს

მასალის საფუძვლიანად ათვისებას, მოსწავლეების შემეცნებითი აზროვნების აქტივობას

და, ამგვარად, ისტორიის გაკვეთილის ეფექტიანობის ამაღლებას. ( ბ.დოლოძე )

მასწავლებელმა გაკვეთილის მსვლელობისას, თავიდან შესაძლებელია გამოიყენოს

ფაქტების და მოვლენების თხრობის მეთოდი, რაც საშუალებას მიცემს მოსწავლეებს

დაისწავლონ მასალა. თუმც, აღსანიშნავია რომ ასეთ დროს მოსწავლემ შეიძლება ვერ

გაიაზროს მომხდარი ფაქტის ან მოვლენის მიზეზ-შედეგობრივი კავშირი.

თვალსაჩინოების აღქმის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მხარეა მისი ემოციურობა,ასევე


12

შინაარსის მთლიანი აღქმის ცოდნა, რაც გულისხმობს იმას,რომ სწავლების პროცესში

პლაკატისა და კარიკატურის ცალკეული ნაწილების ანალიზი უნდა წარმოებდეს

ერთდროულად მათ შორის კავშირის დამყარებით, მათი სინთეზით, ერთ მთლიანობაში

გაერთიანებით. მოსწავლემ თვალსაჩინოება უნდა აღიქვას, გაიგოს როგორც

ისტორიული წარსულის მნიშვნელოვანი წყარო. გაკვეთილზე, ამ ამოცანების

განხორციელებას დიდი მნიშვნელობა აქვს მოსწავლეთა მეტყველების, ყერადღების,

დაკვირვებულობის, შემოქმედებითი აზროვნების,კრიტიკული უნარ-ჩვევების

გამომუშავებისთვის.როგორც განათლების ექსპერტები ასკვნიან 21-ესაუკუნის

ადამიანისათვის ეს უნარები სასიცოცხლოდ აუცილებელი და მნიშვნელოვანი იქნება

წარმატების მოსაღწევად.

კალიფორნიაში არსებულმა მომავლის ინსტიტუტმა (IFTF)გამოაქვეყნა 19 ყველაზე

მნიშვნელოვანი უნარების სია, რომელიც აუცილებელია 21-ე საუკუნეში წარმატების

მისაღწევად. ამ უნარებს შორის მოხვდა სოციალური ინტელექტი, შემოქმედებითი

აზროვნება, ინტერკულტურული კომპეტენცია, კრიტიკული აზროვნება და ა. შ.( ს.

გორგაძე, მ ბოჭოროშვილი2012)


კრიტიკული და შემოქმედებითი აზროვნებისათვის დამახასიათებელია ისეთი უნარ-

ჩვევები, რომლებიც მოსწავლეებს საშუალებას აძლევს, შეაფასონ წაკითხულის,


მოსმენილის, ნაფიქრის სარგებლობა და მნიშვნელობა, განსაზღვრონ და ჩამოაყალიბონ

პრობლრმა, გასაჯონ ამა თუ იმ პრობლემასთან დაკავშირებული ინფორმაცია, გადაჭრან

პრობლემა და გამოიტანონ დასკვნები, პრობლემის გადასაჭრელად გამოძებნონ

ალტერნატიული ვარიანტები.

კრიტიკული აზროვნება შესაძლებელია მოვაქციოთ შემდეგ ფორმულირებაში:

იფიქრო კრიტიკულად, ნიშნავს იმას, რომ იყო ცნობისმოყვარე, დასვა შეკითხვები და

ეძიო ამ შეკითხვების პასუხი. კრიტიკული აზროვნება ეს არის გარემოს შეფასების

მეთოდი, რომელიც ეფუძვნება მიღებული ინფორმაციის გაანალიზებას. შემოქმედებითი

აზროვნება ადამიანს აძლევს შესაძლებლობას სამყარო და მასში მიმდინარე მოვლენები

მრავალფეროვნად აღიქვას, ორიენტირებული იყოს ახალ იდეებისკენ, აღმოჩენებისკენ,

რაც უწყვეტი გამოცდილების შეძენის საწინდარია.

შემოქმედებითი უნარების მკვლევარი ედვარდ დე ბონო აღნიშნავს, რომ

შემოქმედებითი აზროვნებისათვის დამახასიათებელი ერთ-ერთი მთავარი

თვისებაა,რომ პრობლემები გადააქციო შესაძლებლობებად და მოახდინო

შემოქმედებითი იდეებისადა ინოვაციების რეალიზაცია. იგი თვლიდა,რომ

შემოქმედებითობა საკმაოდ მრავალფეროვანიდა საკმაოდ გაშლილი ცნებაა,რომელიც

ითვალისწინებს მთელ შემოქბედებით საწყისს-საწერ მაგიდაზე შექმნილი

შემოქმედებითი უწესრიგობიდან სიმფონიის შექმნამდე. (ნ. გოგიჩაიშვილი;2012)


13

შემოქმედებითი აზროვნების, როგორც პიროვნების სპეციფიკური უნარის გაგებაში

დიდი როლი შეასრულეს ჯ.გილფორდის და ე. თორანსის კვლევებმა.

ჯ. გილფორდი შემოქმედებითობის განმსაზღვრელ ოთხ ძირითად ფაქტორს გამოყოფს:

1) ორიგინალურობა- სხვადასხვა ასოციაციების წარმოების უნარი

2) სემანტიკური მოქნილობა - ობიექტის ფუნქციის გამოყოფისა და მისი

ახლებურად გამოყენების უნარი

3) ხატოვანი ადაპტაციური მოქნილობა- სტიმულის ფორმის შეცვლის, მასში ახალი

შესაძლებლობების დანახვის უნარი

4) სემანტიკური სპონტანური მოქნილობა-სხვადასხვა იდეების წარმოების უნარი

განუსაზღვრელ სიტუაციაში.

უნდა აღინიშნოს ასევე ის ფაქტიც, რომ როგორც რ. სტენბერგი და მ. ვილიამსი

მიიჩნევენ- შემოქმედებითი აზროვნებისას რამდენიმე სააზროვნო უნარის

გამოყენება და ერთიანობის ბალანსირება ხდება:

1)ეს არის სინთეზური აზროვნების უნარი, რომელიც ახალი იდეების

წარმოშობის უნარია;

2)ანალიტიკური აზროვნების უნარი, რომელსაც ჩვეულებრივ კრიტიკული

აზროვნების უნარად თვლიან;

3)პრაქტიკული აზროვნების უნარი, რომელიც ადამიანს საშუალებას აძლევს,

თეორია პრაქტიკად, აბსტრაქტული იდეები კი პრაქტიკულ მიღწევებად გარდაქმნას


კენ რობინსონს მიაჩნია,რომ სასკოლო სივრცეში შეცდომების დაშვების მიმართ

ტოლერანტული მიდგომა უნდა არსებობდეს. იგი აღნიშნავს რომ „თუ არ ხარ მზად

შეცდომის დასაშვებად, მაშინ ვერასოდეს გაგიჩნდება ორიგინალური იდეა“. ჩვენი

აზრით,ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრობლემა, რომელიც სკოლაში მისვლამდე

თრგუნავს მოსწავლეს და ახალი იდეების გაჟღერების შიშს უყალიბებს.

თანამედროვე საგანმანათლებლო სივრცესში „კრიტიკული აზროვნების“,

„შემოქმედებითი უნარის“ არაერთი განმარტებაა. აღსანიშნავია, რომ სპეციალისტები ამ

ორი უნარის განვითარებას მაღალ სააზროვნო ჩვევად აღიარებენ და თვლიან ,რომ ეს

არის ცნობიერების ამაღლების საფუძველი, რაც აძლიერებს მოსწავლეთა უნარს, თავად

გახდენენ საკუთარი ბედის შემოქმედნი.

ბუნებრივია ჩნდება კითხვა, შესაძლებელია თუ არა მასწავლებელმა კლასში

შექმნას შემომედებითი გარემო? განათლების მკვლევარმა რობერტ ბუსტორმა

რამოდენიმე რჩევა შემოგვთავაზა


14

1) ხელი შევუწყოთ იდეების წარმოშობას

2) ხელი შევუწყოთ თვითმოწესრიგებას

3) ხელი შევუწყოთ მოსწავლეებს დააკავშირონ ახალი იდეები, შთაბერონ ახალი

სიცოცხლე

4) ხელი შევუწყოთ მოსწავლეებს ჩამოაყალიბონ პრობლემები და ხელახლა

განსაზღვრონ ისინი

5) ხელი შევუწყოთ მოსწავლეებს გამოუმუშავდეთ პასუხისმგებლობის გრძნობა

6) დიდი დრი დავუთმოთ შემოქმედებით აზროვნებას

პედაგოგიური მეცნიერებების ერთ-ერთი მთავარ მიზანს სწავლების ისეთი

მოდელის შემუშავება უნდა წარმოადგენდეს, რომელიც აღსაზრდელებს სწორად

აზროვნებასა და სხვათა შრომის, აზრებისა და შეხედულებების კრიტიკულად

შეფასებას, გაუღვიძებს მათ პიროვნული აქტივობის სურვილს. შესაბამისად,

მოსწავლეების მიერ აზრების ჩამოყალიბება, გადაწყვეტილებების მიღება, პრობლემის

გადაჭრა, ერთობლივად მუშაობა, იმის ათვისება, თუ როგორ უნდა ისწავლო მრავალი

განსხვავებული წყაროდან, აგრეთვე იდეებისა და ინფორმაციის შემოქმედებითი

ინტეგრირება, სასწავლო პროგრამის აუცილებელი შემადგენელი ნაწილი უნდა იყოს.

(ნ. გოგიჩაიშვილი;2012)

იმისათვის,რომ მოსწავლეები სრულფასოვნად დაეუფლონ კრიტიკულ აზროვნებას,

განვიხილოთ მათი გონებრივი მოქმედების ხუთი მიმართულებით განვითარება

 ინფორმაციული ცოდნის ფლობა, წარმოდგენებისა და ცნებების გონებაში

აღდგენა:

 გამოყენება- ახალი მასალის კონკრეტულ, ახალ სიტუაციაში გამოყენების

უნარი;დასბუთება-ახროვნების ზოგად კონტექსტში სხვადასხვა

კომპონენტის განხილვა, კერძო შემთხვევის ზოგად პრინციპამდე ან

ცნებამდე აყვანა;

 რეორგანიზაცია-ამოცნობის საწყისი პირობის ახალ პრობლემურ

სიტუაციად გარდაქმნა, რომელიც ოროგონალური გადაწყვეტის

საშუალებას იძლევა;

 შესატყვისობა-ახლად მიღებული ცოდნის ძველთან ან პირად

გამოცდილებასთან დაკავშირება;

 რეფლექსია- აზრების ჩამოყალიბება და მისი განაჩენის მიზეზთა კვლევა;

მიუხედავად, იმისა რომ განათლების სპეციალისტები და სფეროს მცოდნეები ამბობენ,

რომ კრიტიკული აზროვნება მნიშვნელოვანია და უნდა ვასწავლოთ, ხშირად

მასწავლებლითსვის ძნელია, გაარკვიოს,როგორ განავითაროს მოსწავლეებში ეს უნარი.

საიდან უნდა დაიწყოს და რა კონკრეტული გზები უნდა დასახოს.მთავარია,


15

მასწავლებელმა შექმნას ისეთი გარემო, დაგეგმოს ისეთი გაკვეთილი, გამოიყენოს ის

სასწავლო აქტივობები, რომლებიც მოსწავლეებს აზროვნების საშუალებას მისცემს,. სხვა

შემთხვევაში რთულია მოსწავლეებში განავითარო კრიტიკული და შემოქმედებითობის

უნარი .

(ს.გორგაძე, მ. ბოჭორიშვილი )

ჩვენთვის, როგორც პედაგოგებისთვის უცხო არ არის , რომ სხვადასხვა მოსწავლე

სკოლაში სხვადასხვა შესაძლებლობისაა, აქვთ განსხვავებული ინტერესი,

განსხვავებული შესაძლებლობები. აღსანიშნავია ასაკი, გასათვალისწინებელია მათი

მოტივაცია, არსებული პრობლემები. სასურველი სასწავლო გარემოს შექმნა მთავარ

სტიმულად მიაჩნდა დიმიტრი უზნაძეს. ახალი და მრავალფეროვანი მეთოდებისა და

სტრატეგიების გამოყენება ხელს შეუწყობს მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლებას.


კვლევის დიზაინი

მეთოდოლოგია

ვინ შეირჩა სამიზნე ჯგუფში

შერჩევა სრული -- სსიპ ქალაქ თბილისის N62 საჯარო სკოლისმე-8 და მე-10კლასის

მოსწავლეები.მე-8 კლასის მოსწავლეები, საბაზო საფეხურიდან და მე-10 კლასის

მოსწავლეები, საშუალო საფეხურიდან. მათ შორის ასაკობრივი სხვაობა მოგვცემს

ანალიზის საშუალებას გავიგოთ მათი შესაძლებლობები, მოცემულ საკითხთან

დაკავშირებით. პედაგოგები ( ისტორიის პედაგოგები სხვადასხვა სკოლიდან)

შერჩევა მიზნობრივი---ვაფასებთ მოსწავლეთა მიღწეულ შედეგებს


კვლევის ინსტრუმენტი

რა მეთოდები იქნა გამოყენებული

1) ანკეტირება და გამოკითხვა

ჩავატარეთ გამოკითხვა . რათა დაგვედგინა, რამდენად რეალურია პრობლემა და


შეუწყობს თუ არა ხელს თვალსაჩინოებების გამოყენება მოსწავლეთა მაღალი უნარ-

ჩვევების განვითარებას


16

2) დაკვირვება

საგაკვეთილო პროცესში ვახდენდით დაკვირვებას და შემუშავებულ კრიტერიუმებზე

დაყრდნობით

3) მონაცემთა ანალიზი

ინორმაციას ვაგროვებთ, ვაჯამებთ გამოკითხულ პედაგოგებისა და მოსწავლეთა

შედეგებს და ვგეგმავთ მომავალ ნაბიჯებს

4) რა პერიოდში ხდებოდა კვლევაზე მუშაობა

25.09.2017 წ-16.03.2018წ


კვლევაზე მუშაობის ვადები


აქტივობები სექტემბერ


ოქტომბერი ნოემბერი დეკემბერ


იანვარი თებერვა

ლი


მარტი


პრობლემის

განსაზღვრა


X

კვლევის დაგეგმვა და

ვადების განსაზღვრა

X

მასწავლებლებთან

შეხვედრა


X


მოსწავლეებთან

შეხვედრა


X


მონაცემების

შეგროვება და

ანალიზი


X


კითხვარის შედგენა X

მასწავლებელთა და

მოსწავლეთა

გამოკითხვა


X


გამოკითხვის

შედეგების ანალიზი

და შეჯამება


X


ინტერვენციების

დაგეგმვა


X


ინტერვენციების

მსვლელობა


X X X X X


17

ინტერვენციებით

მიღებული შედეგების

ანალიზი


X X X X X X


მიგნებებისა და

სიახლეების

ანალიზი


X


კვლევის

შეჯამება.პრეზენტაც

ია


X


რეფლექსია X


ჩატარებული კვლევის შედეგები და ანალიზი

მას შემდეგ, რაც გამოვკვეთეთ პრობლემა,დავიწყეთ კვლევის ჩატარება,

განვსაზრვრეთ მიზანი,მოსალოდნელი შედეგები, შევიმუშავეთ გეგმა, მოვაგროვეთ

მეორადი ინფორმაცია, რომლის საფუძველზე შევაჯამეთ კვლევის შედეგები.

1)შევიმუშავეთ კითხვარი მასწავლებელთათვის

2)შევიმუშავეთ კითხვარი მოსწავლეთათვის

მასწავლებლებთან დავაგზავნეთ კითხვარი

ძირითადი საკვლევი კითხვები

* უჭირთ თუ არა მოსწავლეებს ღია კითხვებზე პასუხი

*რომელი მეთოდით შეიძლება დაიძლიოას ეს პრობლემა

* რამდენად არიან მოტივირებული მოსწავლეები იაზროვნონ კრიტიკულად და

ჩამოაყალიბონ საკუთარი აზრი

( კითხვარი იხილეთ დანართი 1)

გამოკითხვის შედეგები

სულ გამოიკთხა 12 მასწავლებელი ( თამარ უზუნაშვილი, ნინო თოფურია, გია

სირაძე, ირმა გიკაშვილი, მანანა შეყილაძე, ნანა ციხისთავი, მანანა გიგიბერია, ჯაბა

ლაბაძე, ეკატერინე მეტრეველი, ფატი ამირიძე, ნინო ბაბლუანი, მაია ბერძენიშვილი)

გამოკითხვის მიზანი


18


100%


90%


85%


80%


70%


 დაგვედგინა რამდენად წარმოადგენს პრობლემას, მოსწავლეთა ჩართულობა და

შემოქმედებითობა ისტორიის გაკვეთილზე.

 რა გზებითა და მეთოდებით შეიძლება პრობლემის მოგვარება

 რა განაპირობებს მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლებას?

 რომელი მეთოდები შეიძლება გამოვიყენოთ, მოსწავლეთათვის მაღალი

სააზროვნო უნარების გასავითარებლად.

 რამდენად მნიშვნელოვანია,მასწავლებლის მიერ სწორად შერჩეული დავალებები

 რამდენად შეუწყობს ხელს მოსწავლეებს პლაკატები და კარიკატურები

კრიტიკული აზროვნების ჩამოყალიბებას


კვლევის ანალიზი

გამოკითხულთა 85% აჩვენა,რომ მოსწავლეებს უჭირთ ღია კითხვებზე პასუხის

გაცემა. 70% გვიპასუხა, რომ მოსწავლეთა უმრავლესობა გამოცდებზეა

ორიენტირებული და ძირითადად ფაქტობრივ მასალას სწავლობს. იგივე

მაჩვენებელი მთავარ პრობლემად არასწორად შედგენილ სახელმძღვანელოებს

ასახელებს. თითქმის 100% დადებითი პასუხი მივიღეთ გაკვეთილზე

თვალსაჩინოებების გამოყენებასთან დაკავშირებით. 80% მიაჩნია, რომ მასწავლებლის

დავალება ორიენტირებული უნდა იყოს მოსწავლეთა შემოქმედებითობაზე. 90%

მიაჩნია, რომ პლაკატი და კარიკატურა ისტორიის სწავლებისას გაზრდის

მოსწავლეთა ინტერესს და ჩართულობას საგაკვეთილო პროცესში.


19

წითელი - თვალსაჩინოების გამოყენების საჭიროება;

მწვანე - პლაკატისა და კარიკატურის ეფექტიანობა;

იისფერი - მოსწავლეებს უჭირთ ღია კითხვებზე პასუხი

ცისფერი - დავალებები უნდა იყოს ორიენტირებული შემოქმედებითობაზე

ყვითელი - გამოცდის ჩაბარებაზეა ორიენტირებული


მოსწავლეთა გამოკითხვის შედეგები

სულ გამოკითხული იქნა50 მოსწავლე

ძირითადი საკვლევი კითხვები

 რამდენად მნიშვნელოვანია ისტორიის სწავლა თანამედროვე პოლიტიკის

წასამართად?

 რამდენად მისაღებია მოსწავლეებისთვის მოქმედი ისტორიის

სახელმძღვანელოები?

 რა გავლენას ახდენს საკლასო სასწავლო გარემო მათ მოტივაციაზე?

 რა სირთულეებს ხედავენ ისტორიის სწავლებისას?

 რამდენად დაეხმარება თვალსაჩინოებების გამოყენება ინტერესის

გასაუმჯობესებაში

(კითხვარი იხილეთ დანართი 2)


20

კვლევა

განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი და დამაფიქრებელი აღმოჩნდა მოსწავლეთა

გამოკითხვის შედეგები:

მოსწავლეთა20% არ იჩენს ინტერესს ისტორიის სწავლისადმი.

80% მიიჩნევს,რომ სახელმძღვანელო გადატვირთულია ფაქტებითა და

თარიღებით, რაც მათ სირთულეს უქმნის.

90% პასუხობს, რომ სკოლები არ არის აღჭურვილი სათანადო რესურსებით.

მთავარ სირთულეს, გამოკითხულთა 30% პასუხობს რომ მოტივაციის არქონა

წარმოადგენს.

70% უპასუხა,რომ წიგნებში არ არის სათანადო ვიზუალური მასალა, რუკები,

ფოტოები , პლაკატები და ა.შ.


გამოიკითხა- 50 მოსწავლე, აქედან

15 მოსწავლე-არ იჩენს ინტერესს ისტორიის სწავლისადმი


20%

Sales


3rd Qtr 4th Qtr


21

გამოიკითხა- 50 მოსწავლე, აქედან

40 მოსწავლე-სახელმძღვანელო გადატვირთულია მშრალი ინფორმაციითა და

თარიღებით


გამოიკითხა-50მოსწავლე, აქედან


80%


Sales


3rd Qtr 4th Qtr


90%

Sales


3rd Qtr 4th Qtr


22

45მოსწავლე-სკოლა არ არის საჭირო რესურსით აღჭურვილი


გამოიკითხა-50მოსწავლე, აქედან

20მოსწავლე-არ აქვს მოტივაცია


გამოიკითხა-50მოსწავლე, აქედან

35მოსწავლე-სახელმძღვანელოში არ არის თვალსაჩინოებები


30%


Sales


3rd Qtr 4th Qtr


70%


Sales


3rd Qtr 4th Qtr


23

გამოკითხვაN2


გამოკითხვა ჩატარდა საკლასო ოთახში. მოსწავლეებს დაურიგდათ კითხვარი

გამოკითხვის მიზანი

 გამოვლინდეს მოსწავლეთა ძლიერი და სუსტი მხარეები

 რამდენად იციან კარიკატურის და პლაკატის მნიშვნელობა?

 რამდენად შეუძლიათ მათი მეშვეობით ისტირიული პერიოდის აღქმა

 რა დატვირთვა აქვს პლაკატს? რა დატვირთვა აქვს კარიკატურას?


კითხვარის შევსების ისტრუქცია

გამოკითხვა იყო ანონიმური

არ იყო დროში შეზღუდვა

შეფასება მოხდებოდა დადებითი ან უარყოფითი სისტემით

კვლევის შედეგი

მოსწავლეებს დაურიგდათ საჭირო რესურსი ( ორი პლაკატი და ორი კარიკატურა).

მათ უნდა გაეცათ კითხვებზე პასუხი ცხრილის მეშვეობით

სულ მონაწილეობდა 45 მოსწავლე. მათგან 60% გაუჭირდა პლაკატის მეშვეობით

ისტორიული პერიოდის ამოცნობა. 40% პასუხი ვერ გასცა რა იყო კარიკატურის

ძირითადი სათქმელი. 20% ვერ მიხვდა რატომ იქმნება გაშარჟებული სტილით

პიროვნებათა ფოტოები.

27 მოსწავლემ ვერ ამოიცნო ისტორიული პერიოდი

18 მოსწავლემ ვერ ამოიცნო კარიკატურის ძირითადი სათქმელი

9მოსწავლე -ვერ მიხვდა რატომ იქმნება ადამიანთა კარიკატურები(გაშარჟება)

( იხილეთ დანართი3)

კვლევის შედეგმა დაგვანახა, რომ სტატისტიკა მართლაც სავალალოა

დავგეგმეთ ხუთი ინტერვენცია. ინტერვენციის განხორციელებისას შეირჩა შემდეგი

თემები


24

1) პირველი მსოფლიოს ომის წინაპირობები---სამი პლაკატი, ოთხი კარიკატურა

2) კომუნისტური პარტიის ტოტალიტარული მართველობა საბჭოთა კავშირში---

ოთხი პლაკატი, ოთხი კარიკატურა

3) ნაციზმი გერმანიაში და დამდგარი შედეგები---- სამი პლაკატი, სამი კარიკატურა

4) მეორე მსოფლიო ომი---- ხუთი პლაკატი, ოთხი კარიკატურა

5) კომუნიზმისა და ნაციზნის შედარება-----ექვსი პლაკატი, ოთხი კარიკატურა


კვლევის შედეგებზე დაყრდნობით განისაზღვრა ძირითადი

ამოცანები

<მოსწავლეთა უმრავლესობას უჭირს ღია კითხვებზე პასუხის გაცემა

<საჭიროა მოტივაციის გაზრდა

< მოსწავლეებს ჭირდებათ მრავალფეროვანი სასწავლო რესურსი

< საგაკვეთილო პროცესში მასწავლებელმა უნდა გამოიყენოს სწავლების

სხვადასხვა მეთოდი


ინტერვენციის მსვლელობა და შედეგები


გამოკითხვის შედეგების და ანალიზის საფუძველზე, დავგეგმეთ ინტერვენცია.

შევიმუშავეთ საგაკვეთილო გეგმა. გავწერეთ ინტერვენციის მიზანი,

მოსალოდნელი შედეგები,გამოსაყენებელი მეთოდები, თანმიმდევრული

აქტივობები, გავანაწილეთ დრო. გაკვეთილის თემიდან გამომდინარე, შევარჩიეთ

საჭირო რესურსი

( პლაკატები და კარიკატურები)

(იხილეთ დანართი 4)


ინტერვენცია 1.

თემა: „ პირველი მსოფლიო ომის წინაპირობები“

გაკვეთილის დასაწყისში მოსწავლეებს გავაცანით ისტრუქცია.ისტრუქციის

თანახმად ყველა მოსწავლის ნაშრომი ჩაითვლებოდა დადებითად. პირველ

ეტაპზე დიაგნოსტიკური კითხვებით დავადგინეთ არსებული ცოდნა.

მოსწავლეებს დაურიგდათ კითხვარი, რომელიც უნდა შეევსოთ რესურსზე

დაყრდნობით. მოსწავლეები განმსაზღვრელი ქულებით არ შეფასდებოდნენ.


25

მოსწავლეები ინტერესით ასრულებდნენ დავალებას. ისინი მაქსიმალურად

იყვნენ ჩართული საგაკვეთილო პროცესში.

განსაკუთრებით ხალისით შეასრულეს დავალება, რომელიც კარიკატურას

შეეხებოდა.

მოსწავლეებს პლაკატის მეშვეობით უნდა დაედგინათ მე-20 საუკუნის

დასაწყისში ევროპაში შექმნილი ვითარება. განესაზღვრათ დაპირისპირებული

ქვეყნების მიზნები ომში ჩართვისას. კარიკატურის მეშვეობით უნდა ამოეცნოთ

ქვეყნები, რომელიც ცხოველების სახით იყო გამოსახული და მიეთითებინათ,

რომელი ცხოველი რომელ ქვეყანას განასახიერებდა.

გაკვეთილი ჩატარდა მე-8 და მე-10 კლასებში.

გაკვეთილს ესწრებოდა----45 მოსწავლე

მოსწავლეებს უნდა ემუშავათ ინდივიდუალურად.

გაკვეთილის მე-3 ფაზაში მოსწავლეებს მიეცათ ისტრუქცია, არსებულ

რესურსზე დაკვირვებით აღედგინათ იმ პერიოდის ისტორიული რეალობა,

სურვილისამებრ--- აერჩიათ პოლიტიკური, ეკონომიკური ან სოციალური

მდგომარეობა. მოსწავლეთა უმრავლესობამ პოლიტიკური მდგომარეობის აღწერა

აირჩია.


ინტერვენციის შედეგები

როგორც მოსალოდნელი იყო, მოსწავლეთა უმრავლესობას პასუხი გაუჭირდა,

დავალება დაძლია მხოლოდ 35%-მა.

მოსწავლეები ორიენტირებულნი იყვნენ ფაქტობრივ ცოდნაზე. რესურსთან მიმართებაში

მათი პასუხები აცდენილი იყო კითხვების შინაარს. წინასწარი ვარაუდის საფუძველზე,

მოსწავლეები განმსაზღვრელი ქულებით არ შევაფასეთ. მოსწავლეთა ნაწილმა დავალება

სრულფასოვნად შეასრულა. ამოიცნეს პლაკატისა და კარიკატურის შექმნის იდეა,

მოტივი, გააკეთეს დასკვნები. მოსწავლეებს მიეცათ ინსტრუქცია მომავალი

გაკვეთილისთვის.


ინტერვენცია 2.

მეორე ინტერვენციისთვის შევარჩიეთ თემა: „კომუნისტური მმართველობა სსრკ-ში“.


26

ამჟამად , მოსწავლეებს შევთავაზეთ ჯგუფური მუშაობა. გაკვეთილის დაგეგმვისას

შევიმუშავეთ შეფასების რუბრიკა, რომელიც დაურიგდათ მოსწავლეებს გაკვეთილის

დაწყებისას. გაკვეთილის დაგეგმვისას გავითვალისწინეთ პირველი ინტერვენციის

შედეგები და ისტრუქციაში უფრო კონკრეტული კითხვები დავასახელეთ.

მოსწავლეებს პლაკატისა და კარიკატურის მეშვეობით უნდა ამოეცნოთ ისტორიული

პიროვნებები და დაესაბუთებინათ, რის საფუძველზე გააკეთეს დასკვნა. მმართველობის

რომელ მახასიათებლებს გამოყოფდნენ მოცემული რესურსით. რამდენად ასახავდა

პლაკატი რეალობას? ( პასუხი არგუმენტებით დასაბუთებული)რომელი რესურსი უფრო

მეტად ასახავდა არსებულ მდგომარეობას და რატომ?

მე-10 და მე-8 კლასის მოსწავლეები ერთად მუშაობდნენ. ისინი ჯგუფებში თავისი

სურვილით განაწილდნენ.

მე-10კლასი-21მოსწავლე

მე-8 კლასი--24მოსწავლე

მოსწავლეებმა გააკეთეს პრეზენტაცია. დაცული იყო დროის ლიმიტი. უსმენდნენ

ერთმანეთს. თვითონ გამოყვეს საუკეთესო ნაშრომი.


ინტერვენციის შედეგები


მოსწავლეები აქტიურად იყვნენ ჩართულნი საგაკვეთილო პროცესში. შედგა მე-

8 და მე-10 კლასის მოსწავლეთა თანამშრომლობა.გაკვეთილს ვატარებდით ორი


მასწავლებელი(ცირა გრიშიკაშვილი, ეკა ტალახაძე) გაკვეთილი ჩატარდა ხალისიან

გარემოში, მოსწავლეების აქტიურობას ხელს უწყობდა მათთვის საინტერესო თემა.

პრეზენტაციისას გამოვლინდა ისეთი ახალი მიგნებები, რომლებიც გაკვირვებას იწვევდა

მოსწავლეებს შორის, გამოიკვეთა სხვადასხვა აზრი და სადისკუსიო თემა „ ამართლებს

თუ არა მიზანი საშუალებას?“, აღნიშნული ინტერვენცია იყო ხელშემწყობი მოტივაციის

ამაღლებისა და თვალსაჩინოებით მოსწავლეთა ინტერესის ასამაღლებლად.


მოსწავლეებმა გამოკვეთეს ის რისკები და საშიშროებები , რასაც მოუტანდა

კაცობრიობას ტოტალიტაროლი მართველობა სსრკ-ში.

მოსწავლეები გაბედულად და დამაჯერებლად ასაბუთებდნენ თავიანთ მოსაზრებებს.

მათი დასკვნები ეყრდნობოდა პლაკატსა და კარიკატურაზე მოცემულ ინფორმაციას.


27

მასწავლებელთა და მოსწავლეთა გადაწყვეტილებით შეფასდნენ მხოლოდ ის

მოსწავლეები, რომლებმაც აჩვენეს მაღალი შედეგი. სულ -12 მოსწავლე

9ქულა 10ქულა

მე-10კლასი-3მოსწავლე მე-10კლასი-2 მოსწავლე

მე-8 კლასი-4მოსწავლემე მე-8 კლასი-3 მოსწავლე

მომავალი ინტერვენცია დაიგეგმა ისევ ინტეგრირებულად.

ინტერვენცია 3.

მესამე ინტერვენციის თემა იყო: „ ნაციზმი გერმანიაში და მისი შედეგები“

გაკვეთილის დაგეგმვისას გავითვალისწინეთ წინა გაკვეთილი და მოსწავლეებს

შევთავაზეთ მაპროვოცირებელი კითხვები, რომელთა პასუხები გაკვეთილის ბოლოს

უნდა თვითონ უნდა შეეჯამებინათ. ერთად მუშაობისას გამოცდილებამ, მოსწავლეებს

სითამამე შესძინა, რაც დადებითად აისახა მათ პასუხებზე. გაკვეთილის თემა

მიზანმიმართულად ავიღეთ. მოსწავლეებს უნდა ამოეცნოთ პლაკატიდან გამომდინარე

რას გულისხმობდა ნაცისტური იდეოლოგია, რამ შეუწყო ხელი ამ იდეოლოგიის

აღმოცენებას? რა დატვირთვა ექნებოდა იმ პერიოდში პროპაგანდისტულ პლაკატებს?

მოსწავლეებს კარიკატურაზე დაყრდნობით უნდა გაეცათ პასუხი:

1)ვიზუალური სიმბოლოსა და მეტაფორის აღწერა

2)სიტყვებსა და გამოსახულებებში გამოხატული ირონიის დანახვა და გააზრება

3)არგუმენტის ამოცნობა

როდის და სად შეიძლება დაებეჭდათ მოცემული კარიკატურები? პასუხი

დასაბუთებულად იყო გასაცემი. მოსწავლეებმა იმუშავეს ჯგუებში, ისინი

გადანაწილებულნი იქნენ თავისი შესაძლებლობების მიხედვით.


ინტერვენციის შედეგები


მესამე ინტერვენციამ ნაწილობრივ მაღალი შედეგი აჩვენა. გაამართლა

შერჩეულმა თემამ. მოსწავლეებს უკვე ნამუშევარი ჰქონდათ მსგავს საკითხზე, რამაც

გააიოლა და უფრო მისაწვდომი გახადა დავალება. მოსწავლეები ხალისით


28

ასრულებდნენ დავალებას.პრეზენტაციის დროს გამოვლინდა უკეთესი პასუხები,

მოსწავლეთა 58%-მა დავალება დაძლია და აქტიურად იყო ჩართული.

ბავშვებმა გაითვალისწინეს წინა გაკვეთილზე მიღებული შენიშვნები და პასუხები,

მათი ვერსიები და ვარაუდები გახლდათ , რომელიც ამჯერად გამყარებული იყო

არგუმენტებით.

წინა გაკვეთილთან შედარებით გამოვლინდა უკეთესი შედეგი. გაკვეთილის შედეგების

შეჯამების შემდეგ დავგეგმეთ მეოთხე ინტერვენცია.

გაკვეთილს ესწრებოდა: 42მოსწავლე

21მოსწავლემ დავალებას თავი ეფექტურად გაართვა, რაც აისახა მათ ქულებზე


წითელი _ პირველი ინტერვენციის შედეგი;

ლურჯი _ მეორე ინტერვენციის შედეგი.

9 ქულა 10ქულა

მე-8კლასი-4მოსწავლე მე-8კლასი- 6მოსწავლე

მე10-კლასი-4 მოსწაცვლ მე10-კლასი-7მოსწაცვლე


ინტერვენცია 4.

გაკვეთილის თემა :“ მეორე მსოფლიო ომი- მიზეზები და შედეგები“


0

10

20

30

40

___ 35%

___ 50%


29

მოსწავლეებს უკვე ჰქონდათ ნამუშევარი მსგავს საკითხზე, ამიტომ გადავწყვიტეთ

გაკვეთილის კითხვარი შედარებით გაგვერთულებინა. მოცემული კითხვების

მეშვეობით მოსწავლეებს უნდა გამოევლინათ ანალიზის, სინთეზისა და შეფასების

უნარ-ჩვევა.

მოსწავლეებს გაკვეთილი ჩაუტარდათ ცალკე მე-8 და ცალკე მე-10 კლასს. იმუშავეს

წყვილებში. გაკვეთილის მსვლელობისას მათ უნდა შეესრილებინათ შემდეგი


ისტრუქცია-

პლაკატზე დაკვირვების შემდეგ, უპასუხეთ კითხვებს:


რისი იდენტიფიცირება და აღქმა შეგიძლია წყაროდან? რას აკეთებენ

წარმოდგენილი ადამიანები? რაზე მიგვანიშნებს სხეულის ენა? რამე ვიზუალურ

სიმბოლოს ხომ ვერ ხედავ?როდის და სად შეიქმნა პლაკატი ან კარიკატურა?

დაასაბუთეთ პასუხი.წყაროზე მოცემული ინფორმაციაზე დაყრდნობით,

განსაზღვრეთ ის კონტექსტი, რომელშიც წყარო შეიქმნა. რა ხდებოდა ამ

პეროიდში?რა მიზნით შეიძლება შექმნილიყო მოცემული პლაკატი და

კარიკატურა? წყაროზე დაყრდნობით შეაფასეთ მეორე მსოფლიო ომის შედეგები.

პრეზენტაციის შემდეგ მოსწავლეებს შევთავაზეთ შეექმნათ პლაკატი

თემაზე“ არა ძალადობას“ , „ არა ომს“ , „ ჩვენ გვსურს მშვიდობა“. მოსწავლეებმა

გაკვეთილზევე წარმოადგინეს ნამუშევრები და გაარჩიეს ერთმანეთის პლაკატები


ინტერვენციის შედეგები

მოსწავლეებმა მაღალი შედეგები აჩვენეს, მოსწავლეთა 72% მოტივირებული

და ჩართული იყო პროცესებში, შესაბამისად, მათი აკადემიური მაჩვენებელიც

ამაღლდა. ჩანდა წინა გაკვეთილზე მიღებული გამოცდილების შედეგი. პასუხები

იყო დასაბუთებული, ჩამოყალიბებული არგუმენტებით,შეძლეს ანალიზისა და

შაფასების გაკეთება წყაროს მეშვეობით. მსჯელობები იყო მართებული და

დამაჯერებელი.მოსწავლეებმა შეძლეს მაღალი სააზროვნო უნარების წარმოჩენა.

მიღებული შედეგებიდან გამომდინარე მომავალი ინტერვენციის თემად

შევარჩიეთ პლაკატებისა და კარიკატურების მეშვეობით სხვადასხვა

იდეოლოგიების შედარება.


30

ინტერვენცია 5.

ინტერვენციის თემად ავირჩიეთ, მეორე და მესამე ინტერვენციების დროს

განხილული წყაროების შედარება, მათი შეპირისპირებითი ანალიზი და

შეფასება-

„ საბჭოთა კომუნიზმისა და ნაცისტური გერმანიის შედარება“.

ინტერვენციის ძირითად მიზანს წარმოადგენდა კვლევის საკითხზე

პასუხის გაცემა, რასაც დაადასტურებდა ინტერვენციის შედეგი

მოსწავლეებმა იმუშავეს ჯგუფებში. მივაწოდეთ თემის შესაბამისი

წყაროები.

მოსწავლეებს წყაროზე მუშაობისას უნდა გამოყოთ ორი ტოტალიტარული

მმართველობის მახასიათებლები, იდეოლოგია, მსგავსება , განსხვავებები.

გამოყენებული იყო ვენ-დიაგრამა. გამოიკვეთა პრობლემა. მოეწყო დისკუსია:

რომელ იდეოლოგიას მოყვა უფრო ცუდი შედეგი?

დისკუსიის შემდეგ მოსწავლეებს უნდა დაეწერათ ესე „ კომუნიზმი თუ ნაციზმი“?

მოსწავლეებმა ჯგუებში შექმნეს კარიკატურები თემაზე“ რასობრივი ბრძოლა“

„ დედამიწა მხოლოდ გერმანელებისაა“,“ მე კოლექტივი მეძახის“, „ სიკვდილი

ხალხის მტრებს“. მოსწავლეები შეფასდნენ შემოქმედებითობასა და კრეატიულ

აზროვნებაში.


ინტერვენციის შედეგები

ჩვენს მიერდაგეგმილმა ინტერვენციებმა შედეგი გამოიღო. ეს

დადასტურდა მეოთხე და მეხუთე ინტერვენციების დროს, მოსწავლეთა 80%-მა

გააუმჯობესა შედეგები და, ამასთან, ამაღლდა მათი მოტივაცია, გამოიკვეთა

მზარდი ინტერესი.


31

მოსწავლეთა პასუხებიდაბალი სააზროვნო უნარებიდან ზედა საფეხურზე

ინაცვლებდა. გაუმჯობესდა კრიტიკული აზროვნება,

შემოქმედებითობა.საგაკვეთილო პროცესი იყო ხალისიანი, გარემო სამუშაო,

სადაც ყველა მოსწავლე ჩართული იყო გაკვეთილში.

მოსწავლეებმა შეძლეს რესურსზე დაკვირვებით , მისი შესწავლით ისტორიული

პერიოდის ანალიზი და მოახდინეს პიროვნებებისა და მათი იდეოლოგიის

შედარება და შეფასება. თვითონ შექმნეს კარიკატურები, სადაც გამოხატეს

საკუთარი დამოკიდებულება მოცემულ თემაზე. მათი წარმატება აისახა მათ

აკადემიურ მაჩვენებლებზე.


კვლევის შეჯამება, თვითშეფასება


კვლებების ჩატარების და ანალიზის შემდეგ, დავსახეთ სავარაუდო

მიზნები, რომლის მისაღწევადაც დავგეგმეთ ხუთი ინტერვენცია. თითოეული

ინტერვენციის შედეგების ანალიზისას მოსწავლეთა წარმატებებეი

თანდათანობით იკვეთებოდა. მოსწავლეთა უმრავლესობა ჩართული იყო

საგაკვეთილო პროცესში, ყველას შეეძლო საკუთარი აზრის გამოთქმა, არა

დასწავლილი ტაქსტიდან გამომდინარე, არამედ საკუთარი დაკვირვების და

ანალიზის მიხედვით. მოსწავლეებს ახალისებდათ კარუკატურებზე მუშაობა.

ჯგუფებში მოდიდოდა სხვადასხვა , მრავალფეროვანი აზრი, შემდეგ

იფილტრებოდა, უსმენდნენ ერთმანეთს და ემზადებოდნენ პრეზენტაციისთვის.

ინტერვენციების მსვლელობისას თანდათან ვართულებდით

კითხვებსაც. აღმოჩნდა, რომ მოსწავლეები თავს კარგად ართმევდნენ მაღალ

სააზროვნო უნარების წარმოჩენას.

ინტერვენციებმა გვიჩვენა, რომ მოსწავლეთა მოტივაციის

ასამაღლებლად აუცილებელია გაკვეთილზე გამოვიყენოთ მრავალფეროვანი

მეთოდები და აქტივობები, რომ მოსწავლეეებს არ მობეზრდეთ ერთი და იგივეს

კეთება, რაც რუტინაში გადადის და იკარგება ინტერესი.

გაამართლა საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეების თანამშრომლობამ,

შედგა სასურველი კომუნიკაცია. მოსწავლეთა უმრავლესობას კარგად აქვს

განვითარებული კრეატიულობა და შემოქმედებითობა. მის გამოვლენას კი

ჭირდება მრავალფეროვანი აქტივობები.

1. პირველი ინტერვენციისას დავალება დაძლია _ 35%-მა, ამ მაჩვენებელს

უტოლდებოდა ჩართულობა და მოტივაცია;


32


2. მეორე ინტერვენციისას დავალება დაძლია _ 50%-მა, შესაბამისად,

გაზრდილი იყო ჩართულობისა და მოტივაციის მაჩვენებელი;

3. მეოთხე ინტერვენციამ საგრძნობი პროგრესი აჩვენა, მოსწავლეთა 70%

აქტიურად მუშაობდა, ხალისით ძლევდნენ დავალებას;

4. მეხუთე ინტერვენციისას საბოლოო სურათი ვიხილეთ, კარიკატურებისა

და პლაკატების შედარებისას. მოსწავლეთა 80%-ის ჩართულობა,

მოტივირება, დავალებათა დაძლევა, მეტყველებს იმაზე, რომ ჩვენ მიერ

შერჩეული ინტერვენციები შედეგიანი, ეფექტიანი აღმოჩნდა.


კვლევის მიგნებები და რეკომენდაციები


კვლევებისა და ინტერვენციების ანალიზის საფუძველზე გამოიკვეთა

ახალი მიგნებები:

 მოსწავლეებს ჭირდებათ მრავალი სახალისო აქტივობები საგაკვეთილო

პროცესში;

 მაღალი სააზროვნო უნარების გასავითარებლად და წარმოსაჩენად საჭიროა

ისტორიის გაკვეთილზე გამოვიყენოთ თვალსაჩინოებები;

 კრიტიკული აზროვნების, ანალიზის და შეფასების უნარის გამოსავლენად

მოსწავლეები უნდა ვამუშაოთ წყაროებზე;


0

1

2

3

4

5


Category 1 Category 2 Category 3 Category 4


___ მოტივაცია;

___ ჩართულობა;

___ აკად. მოსწრება


Series 1 Series 2 Series 3


33

 შემოქმედებით უნარის ასამაღლებლად გამოვიყენოთ პლაკატი, როგორც

ისტორიული წყარო და რესურსი.

 გასათვალისწინებელია, აგრეთვე ის რისკებიც, რომელიც მსგავს გაკვეთილს

ახლავს:

 მასწავლებლის მხრიდან არ უნდა მოხდეს გაკვეთილის თვალსაჩინოებებით

გადატვირთვა. ამან შეიძლება გამოიწვიოს მოსწავლეთა ყურადღების გაფანტვა.

 მასწავლებელი არ უნდა შემოიფარგლოს თვალსაჩინო მასალის მხოლოდ

ჩვენებით. უნდა დაიგეგმოს, გარკვეული აქტივობები თვალსაჩინოებებზე.

პირველი ეტაპი -------შინაარსის გაგება-გააზრებას გულისხმობს. მნიშვნელოვანია

რომ მოსწავლე ყურადღებით დააკვირდეს პლაკატს, თუ რისი იდენტიფიცირება

და აღქმა შეუძლია წყაროდან.

მეორე ეტაპი ------------პლაკატისა და კარიკატურის წარმომავლობის დადგენაა,

როდის და სად შეიქმნა წყარო? მოსწავლე ყურადღებით აკვირდება წყაროზე

წარწერას, მინიშნებას, სიმბოლოებს.

მესამე ეტაპი--------------პლაკატისა და კარიკატურის შექმნის მოტივის ძიებაა, თუ

რატომ შეიქმნა ეს გამოსახულება. მოსწავლემ უნდა ამოიცნოს წყაროს მიღმა რა

მიზანი დგას. იფიქროს და გააკეთოს დასკვნები.

მეოთხე ეტაპი--------------ანალიზი. ამ დროს ხდება თავად წყაროს, გამოყენებული

მეთოდებისა და გამოხატული იდეების კრიტიკული ანალიზი

 მასწავლებელმა უნდა გამოიყენოს შესაბამისი რესურსი, აარჩიოს მნიშვნელოვანი

და სასარგებლო.

 თვალსაჩინოება მოსწავლეებისთვის უნდა იყოს გასაგები, აღთქმადი და

მოსახერხებელი განხილვისათვის

 თვალსაჩინოებების გამოყენებით, მოსწავლეები უნდა მივიყვანოთ გარკვეულ

დასკვნებამდე და ანალიზი და შეფასება მათ მივანდოთ.

კვლევის ბოლოს გაეცა პასუხები იმ კითხვებს, რომელიც დასაწყისში დაისვა.

ჩვენი აზრით არსებული პრობლემა , რომელიც კვლევისას გამოიკვეთა

ინტერვენციების მსვლელობისას გამოსწორდა . მიგვაჩნია, რომ ასეთი მეთოდით

ისტორიის სწავლება პრაქტიკაში აქტიურად უნდა დაიგეგმოს.


34

ბიბლიოგრაფია

1. რ. სტენბერგი, მ.ვილიამსი უენდი-კრიტიკული და შემოქმედებითი აზროვნება -

სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტი; 2012;

2. ი. მახარაძე- თვალსაჩინოებების გამოყენება ისტორიასა და

საზოგადოებათმცოდნეობის სწავლებაში; თბილისი; განათლება ;1967

3. დ.ლორთწიფანიძე, იან ამოს კომენსკი-თბილისი; ცოდნა

4. რ. პოლი, ლ. ელდერი-მოაზროვნის სახელმძღვანელო; თბილისი; მწიგნობარი;

2013

5. ბ. დოლიძე- კარიკატურის გამოყენება ისტორიის გაკვეთილზე;

საზოგადოებათმცოდნეობა; 1974

6. დ. ქლუსთერი-რა არის კრიტიკული აზრობნება?-წიგნიერი; 2002-2004

7. ი. აბულაძე- შემოქმედებითი აზროვნების მნიშვნელობა და მისი განვითარება;

2013

http://maswavlebeli.ge/?p=2372

8. მ. ბოჭორიშვილი-პერცეპტუალური დასწავლა და პედაგოგიური პრაქტიკა; 2013

9. დ. ჯიშკარიანი-ისტორია და კარიკატურა; 2011

10. მ. ზუხბაია-პროპაგანდა; 2013

11. ი.ბლონიარჟ-ლუჩაკი,დ.ონდრუშეკი-ინოვაციური მეთოდები შემოქმედებითი

სწავლებისათვის; თბილისი ; 2014

12. ეროვნული სასწავლო გეგმა

13. https://docs.google.com/vjewer?a=v&pid=sites&srcid=ZGVmYXVsdGRvBWFpbnxwc31n


35


რეფლექსია


სსიპ ქალაქ თბილისის N62 საჯარო სკოლის, საზოგადოებრივი მეცნიერებების

კათედრის, ორმა უფროსმა ისტორიის მასწავლებელმა, ცირა გრიშიკაშვილმა და

ეკატერინე ტალახაძემ 2017-2018 სასწავლო წელს განახორციელეს კვლევა----

კრიტიკული და შემოქმედებითი უნარის განვითარება პლაკატებით და კარიკატურებით.

საკვლევი თემა შეირჩა სკოლის საჭიროებიდან გამომდინარე: კათედრაზე

შეხვედრების დროს,გამოიკვეთა პრობლემა- მოსწავლეთა უმრავლესობას უჭირს მაღალი

სააზროვნო უნარებზე გასვლა .სახელმძღვანელო მოიცავს მხოლოდ ტექსტებსა და მცირე

დოზით ვიზუალურ მასალას. თანამედროვე სწავლების მეთოდები კი გულისხმობს

მრავალფეროვან, მოსწავლეზე ორიენტირებულ და მათთვის საინტერესო აქტივობებს.

მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლებისა და ჩართულობის გაზრდის მიზნით

გადავწყვიტეთ დაგვეწყო კვლევა: შევადგინეთ კითხვარი, რომლის შევსების შემდეგ

ჩვენი ვარაუდები გამართლდა. მასწავლებელთა უმრავლესობას ( 95%)მიაჩნია, რომ

თვალსაჩინოებებით ისტორიის სწავლება, ბევრად უფრო ეფექტიანი და სახალისოა.

მოსწავლეთა უმრავლესობა კი -უჭირს მაღალი სააზროვნო უნარები: ანალიზი,

კრიტიკული აზროვნება...

კვლევის მიზანს სკოლაში არსებული პრობლემის აღმოფხვრა და ხარისხიანი

სასწავლო პროცესის, განათლების მიღების ხელშეწყობაა.

კვლევა დაიგეგმა ასაკობრივად განსხვავებულ მოზარდებში მე-8 და მე-10 კლასის

მოსწავლეებში. მოსწავლეთა რაოდენომა გახლდათ- 53, ბიჭი-32 , გოგონა--21. კვლევაში

მონაწილეობა ნებაყოფლობითი იყო. (მონაწილეობდა 51 მოსწავლე)მიუხედავად იმისა,

რომ მოსწავლეთა უმრავლესობას დადებითი შეფასებები აქვთ , ისინი არ გამოირჩევიან

მაღალი ქულებით. მოსწავლეთა უმრავლესობას და თვით მშობლებსაც მიაჩნიათ ,რომ

ისტორიის დასწავლა მხოლოდ მოცემული ტექსტი და ქრონოლოგიის

დაზეპირებაა.ეროვნული სასწავლო გეგმა კი ისტორიის სწავლებისას ითვალისწინებს

მოზარდის მოაზროვნედ, შემოქმედებით პიროვნებად ჩამოყალიბებას. ეროვნული

გამოცდების დასკვნაც მდგომარეობს იმაში, რომ ისტორიაში აპლიკანტებს ყველაზე

მეტად პლაკატისა და კატიკატურების გარჩევა უჭირთ. სავალალო შედეგი დადგა 2012-

2016წწ ეროვნულ გამოცდებზე, აპლიკანტების უმეტესობას წყაროს ანალიზი

პასუხგაუცემელი ჰქონდა ან შეცდომით ეწერა. შედგა კითხვარი, მასწავლებლებისთვის

და მოსწავლეებისთვის. პასუხები შეჯამდა და გაკეთდა დასკვნები.

განხორციელდა წინასწარ დაგეგმილი ინტერვენციები.( სულ ხუთი ინტერვენცია).

მასწავლებლებს, გაკვეთილზე შეგქვონდა ვიზუალური მასალა და მოსწავლეებს


36

ევალებოდათ თითოეული მათგანი გაერჩიათ , მიეგნოთ რა იყო მთავარი სათქმელი და

დაფარული აზრი, მოეხდინათ ფაქტების ანალიზი, შეფასება, გაეკეთებინათ საკუთარი

დასკვნები. თითოეული ინტერვენციის შემდეგ კეთდებოდა შეფასება:პირველი

ინტერვენციის შედეგი არ იყო სახარბიელო, ამიტომ მოსწავლეები განმსაზღვრელი

ქულებით არ შევაფასეთ. მივეცით ისტრუქცია, რომელიც სამომავლოდ უნდა

გამოეყენებინათ. მომდევნო ინტერვენციების შედეგები განსხვავებული და

გაუმჯობესებული იყო,რაც აისახა მოსწავლეთა შეფასებისას.

კვლევის შედეგებმა დაგვანახა, რომ მოსწავლეები ხალისით, ენთუზიაზმით

ეკიდებოდნენ დავალებებს. გაეზარდათ მოტივაცია და აუმაღლდათ თვითშეფასება.

შედგა სასურველი კომუნიკაცია , როგორც მოსწავლეებს შორის, ასევე კათედრის

მასწავლებლებს შორის. მიმაჩნია, რომ კოლეგასთან ერთობლივი დაგეგმილი

აქტივობები და ინტერვენციები ჩემს პროფესიულ განვითარებას უწყობს ხელს.

კვლევის დასრულების შემდეგ ეკატერინე ტალახაძემ და ცირა გრიშიკაშვილმა ჯერ

კათედრის წევრებს გააცნეს და შემდეგ პედ. კოლექტივს კვლევის მიგნებები, დასკვნები

და შედეგები. კოლეგებს შორის გაიმართა დისკუსია. გაკეთდა შეფასებები.

მასწავლებელმა ელიზა ნიჟარაძემ და თამარ აბუთიძემ მომცეს უკუკავშირი. მათი

მოსაზრებით, ჩვენი კვლევა მორგებულია პრობლემის მოგვარებას და სამომავლოდ

საჭირო რეკომენდაციია სასკოლო სწავლებაში დასანერგად.

კოლეგები ერთხმად დაგვეთანხმენ, რომ მოსწავლეთა მოტივაციის ასამაღლებლად,

მათი მაღალი სააზროვნო უნარ-ჩვევების ჩამოსაყალიბებლად, საჭიროა ვიზუალური

მასალის გამოყენება.

მოცემულმა კვლევამ კიდევ ერთხელ დაგვანახა, რომ მოსწავლეთა

დასაინტერესებლად და მათი საგაკვეთილო პროცესში აქტიურად ჩართვისთვის

აუცილებელია მასწავლებელმა მუდმივად შესთავაზოს მოსწავლეებს სხვადასხვა,

მრავალფეროვანი რესურსი, რომელიც მორგებული იქნება მოსწავლეთა ინტერესებზე

და მათ შესაძლებლობებზე.


37

დანართი1

1)რომელ სასწავლო რესურს იყენებთ ისტორიის სწავლებისას?

ა)რუკა ბ)პლაკატი გ)კარიკატურა დ)არ ვიყენებ

2)რა პერიოდულობით აძლევთ მოსწავლეებს დავალებას, რომელიც

შემოქმედებითობას მოითხობს?

ა) კვირაში ერთხელ ბ)თვეში აერთხელ გ) ასეთი ტიპის დავალებას არ ვიყენებ

3)საკმარისად მიგაჩნიათ თუ არა სახალმძღვანელოში შეტანილი

თვალსაჩინოებები?

ა)კი ბ)არა

4)რა მეთოდს იყენებთ მოსწავლეებისთვის მოტივაციის ასამაღლებლად?

ა)პროექტით სწავლება ბ)ჯგუფური მუშაობა გ)კოგნიტური დიაგრამები

6) მიგაჩნიათ თუ არა , რომ ისტორიის სახელმძღვანელოები შესაცვლელია?

ა)კი ბ)არა

დადებითი პასუხის შემთხვევაში მიუთითეთ ერთი მიზეზი:


7) შეძლებს თუ არა პლაკატით და კარიკატურით სწავლება მოსწავლეთა მაღალი

სააზროვნო უნარების განვითარებას?

ა) კი ბ) არა


38

დანართი2

1) დაგეხმარება თუ არა ისტორიის სწავლა ქვეყნის პოლიტიკის წასამართად?

ა) კი ბ)არა

2) მოიყვანეთ თითო მაგალითი სახელმძღვანელოს დადებითი და უარყოფითი

კუთხით


3) რა პრობლემას აწყდებით ისტორიის სწავლისას?


4) რა მიგაჩნიათ იმის მიზეზად, რომ მოსწავლეთა უმრავლესობას ღია კითხვებზე

პასუხი უჭირს?


5)რომელ თვალსაჩინოებას ისურვედით ისტორიის გაკვეთილზე უფრო ხშირად?

ა)რუკა 2)პლაკატი 3)კარიკატურა 4)ფოტო მასალა


6)დაასახელეთ ერთი აქტივობა, რომელიც მოსწავლეს მოტივაციას უმაღლებს?


დანართი 3

1) რა არის პლაკატი?


39

2) რამდენი სახეობის პლაკატი იცით?


3) რა არის კარიკატურა?


4) რა დანიშნულება აქვს კარიკატურას?


5) რა დანიშნულება აქვს პლაკატს?

6) შესაძლებელია თუ არა როგორც რესურსი, პლაკატი და კარიკატურა გახდეს

საისტორიო წყარო? ( პასუხი დაასაბუთეთ)


7) წინა კითხვიდან გამომდინარე, რაზე დაყრდნობით შეგიძლიათ დასკვნის

გაკეთება?


40

გამოყენებული რესურსი:


41

No comments:

Post a Comment