Monday, July 24, 2023

ისტორიული წყაროები, დებატები, გაზეთები... კომპლექსური დავალება

 ისტორიული წყაროები, დებატები, გაზეთები... კომპლექსური დავალება შეასრულეს და დისკუსია წარმართეს მე-9/ბ კლასის (დამრ. მაია ჩიქვინიძე) მოსწავლეებმა, ისტორიის წამყვან მასწავლებელთან, ცირა გრიშიკაშვილთან ერთად.

https://www.facebook.com/permalink.php?story_fbid=pfbid02BbH7en8ySscSTJTPWcSzbPxa9esdqtTY7dZ9TmdsyzxicJ7oMoaUxnwuskEq5Drrl&id=100009506949649



📌მიზანი:
✔• · მოსწავლეები აანალიზებენ რუსეთის მიერ საქართველოს ანექსიის მიზეზებს.
✔• მსჯელობენ ქართველი მეფეების მიერ არჩეული კურსის შედეგებზე.
✔• უმუშავდებათ ურთიერთთანამშრომლობისა და საკუთარი აზრის, არგუმენტებით განმტკიცების უნარი.
📌სამიზნე ცნებები:
✔• მოსწავლეები ინფორმაციას წარსულის შესახებ წყაროებიდან იღებენ.
✔• იყენებენ სხვადასხვა პირველად თუ მეორად წყაროს.
✔• მსჯელობენ წყაროების სანდოობაზე.
კომპლექსური დავალების პირობა:
✔• მოსწავლეები, როგორც ისტორიკოსები, იკვლევენ რუსეთის იმპერიის მიერ ქართლ-კახეთისა და იმერეთის სამეფოს გაუქმების მიზეზებსა და ამ საკითხთან დაკავშირებულ წყაროებს.
📌მათ ხელთ აქვთ ,,გეორგიევსკის ტრაქტატი”, ,,სათხოვარი პუნქტები” და ,,ელაზნაურის ტრაქტატი”. მათი მიზანი წყაროების გაანალიზება, კვლევისთვის მნიშვნელობის დადგენა და დასკვნის სამეცნიერო სტატიაში ჩამოყალიბებაა.
📌შექმნილ სტატიებში მოსწავლეებმა განიხილეს სამი ისტორიული დოკუმენტი: ,,გეორგიევსკის ტრაქტატი”, ,,სათხოვარი პუნქტები” და ,,ელაზნაურის ტრაქტატი”.
✔იმსჯელეს ქართველი მეფეების ერეკლე II-ის, გიორგი XII-ის და სოლომონ II-ის არჩეული პოლიტიკური კურსის შედეგებზე.
მოსწავლეებმა ინდივიდუალურად, სხვადასხვა პირველადი, თუ მეორადი წყაროდან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, შეასრულეს კომპლექსური დავალება და როგორც ისტორიკოსებმა, დაწერეს სტატიები თემაზე: ,,საქართველოს სახელმწიფოებრიობის დაკარგვა, შეცდომა თუ კანონზომიერება”.
📌წყაროებიდან მოპოვებული ინფორმაცია არაერთმნიშვნელოვანი აღმოჩნდა, ამიტომ მათი ინტერპრეტაცია მოსწავლეებს შორის დისკუსიის საგანი გახდა. მე-9 კლასის ისტორიკოსებმა იკამათეს ისტორიული მოვლენების მიზეზებისა და შედეგების შესახებ ორი მიმართულებით:
✔• ,,რა ხელს-ჰყრის პატივს ნაზი ბულბული გალიაშია დატყვევებული”, ,,ახლა კი დროა სოლომონ რომა, მშვიდობა ნახოს საქართველომა” ამ სიტყვებით დასათაურდა მოსწავლეების სტატიებით შექმნილი კედლის გაზეთები.
✔• ასე დაიყო ორ ბანაკად კლასი. არგუმენტირებული მსჯელობით ისინი ამყარებდნენ საკუთარ პოზიციას და მსჯელობდნენ ისტორიულ მოვლენებზე.
✔• დასკვნითი სახით, შერჩეულმა მოსამართლეებმა შეაჯამეს დისკუსია და თქვეს, რომ ორივე მხარეს აქვს სიმართლე, ძნელია ერთ-ერთის მართებულობის მტკიცება, მედალს ორი მხარე აქვს და ეს დავა მარადიულად შეიძლება არსებობდეს.
📌მოსწავლეებმა საქართველოს ისტორიის მტკივნეული პერიოდი გაიხსენეს და ერეკლე II-ის დაბადების დღეს მიუძღვნეს დაუვიწყარი გაკვეთილი.
📌შემაჯამებელ დისკუსიას ესწრებოდა დირექცია და მასწავლებელთა წარმომადგენლები. მათი თქმით, აშკარად წარმოჩნდა მოსწავლეთა ცოდნა, შემოქმედებითი და კრიტიკული აზროვნების უნარები.
🚩ჩვენი სკოლის პროფესიონალი მასწავლებლები ღირსეულ თაობებს უზრდიან ქვეყანას.

No comments:

Post a Comment