Monday, July 24, 2023

 ინტეგრირებული გაკვეთილი კარგი საშუალებაა მოსწავლეებში მოტივაცია-ინტერესის გაღვივებისა, ეხმარება ცოდნის ტრანსფერს საგანთა შორის.

https://www.facebook.com/tsira.kasrelishvili/posts/pfbid027RhsTF2Q4ARPHqyu58qSpPMqzEfYU9bpgNqvzXdMvA28QL5v6dS33M8y2bNzNM73l



🥇საინტერესოდ და სახალისოდ ჩაიარა ინტეგრირებულმა გაკვეთილმა მე-10გ კლასში (დამრიგებელი ცირა გრიშიკაშვილი), რომელიც ქართული ენისა და ლიტერატურის მენტორმა მასწავლებელმა, გულიზარ ბიწაძემ და ისტორიის წამყვანმა მასწავლებელმა ცირა გრიშიკაშვილმა ჩაატარეს.
♦️გაკვეთილის თემა იყო დამწერლობის განვითარება და ქართული ანბანის ადგილი ამ პროცესში.
🎗გაკვეთილის მიზნის გაცნობის შემდეგ მოსწავლეებმა ნახეს და მოისმინეს კ. გამსახურდიას „ლირიკული ინტერმეცო“, რომელიც ამ გაკვეთილის პროლოგად გამოიყენეს.
პედაგოგებმა ტრადიციული და ნოვატორული გაკვეთილის შერწყმის მოდელი შემოგვთავაზეს.
🥇დიდი ადგილი დაეთმო მოსწავლეთა გუნდების მუშაობის პრეზენტაციას და კრიტიკულ აზროვნებას, დაფიქრებას, ვარაუდების გამოთქმასა და დამოუკიდებელი მოსაზრებების ჩამოყალიბებას.
🎗მოსწავლეებმა შეისწავლეს ისტორიული წყაროები, ანბანის შექმნისა და ჩამოყალიბების პროცესი განიხილეს ისტორიულ კონტექსტში და გამოიტანეს დასკვნები.
🥇მოსწავლეებმა პრეზენტაციაზე სიღრმისეულად წარმოადგინეს ანბანის შექმნის ისტორია. პიკტოგრაფიული, ლურსმული, შუმერული, ფინიკიური და ეპიგრაფიკული ძეგლებიდან ქართული წარწერები განიხილეს და ვარაუდი გამოთქვეს, უდავოდ, უფრო ძველი წარწერა გვექნებოდა.
🎗მიმოიხილეს ყველა მოსაზრება ქართული ანბანის წარმოშობაზე.
🎗დაახასიათეს ქართული ანბანის „სამი სახეობის ცოცხალი კულტურა“.
🎗ისაუბრეს ქართული ანბანის მნიშვნელობაზე ჩვენი კულტურისა და ისტორიის პოპულარიზაციის საქმეში. 2016 წელს ქართული ანბანის სამი სახეობა იუნესკომ არამატერიალური კულტურის ნუსხაში შეიტანა. ჩვენდა საამაყოდ, ეს პირველი არაა, 2008 წელს ქართულმა პოლიფონიურმა მუსიკამ, 2013 წელს კი ღვინის ქვევრში დაყენების წესი მოხვდა ამ ნუსხაში.
🥇პრეზენტაციის სახით ასევე წარმოადგინეს საკუთარი დამოკიდებულება მშობლიური ანბანისადმი, რომელიც გაკვეთილის ყველაზე ემოციური ნაწილი იყო.
🥇 სლაიდების დახმარებით კი მათ შეძლეს ანბანის განვითარების ხაზი საინტერესოდ გამოეკვეთათ ისტორიულ ჭრილში.
🎗რეფლექსიის ნაწილში მოსწავლეებმა ხაზი გაუსვეს თემის აქტუალობას, მუშაობის პროცესს და აღნიშნეს, რომ თავიდან რომ იწყებდნენ ამ თემაზე მუშაობას, ჯერ ბოლნისის რაიონის წარწერებს მოინახულებდნენ.
🥇გაკვეთილმა მიზანს მიაღწია.
♦️გაკვეთილს ესწრებოდნენ დირექცია და კათედრის წარმომადგენლები.
♦️ჩვენი სკოლის პროფესიონალი მასწავლებლები მოაზროვნე თაობებს ზრდიან

No comments:

Post a Comment