Monday, July 24, 2023

ინტეგრირებული გაკვეთილი

 ინტეგრირებული გაკვეთილი ჩაატარეს ისტორიის წამყვანმა მასწავლებელმა ცირა გრიშიკაშვილმა და მათემატიკის უფროსმა მასწავლებელმა მედეა იაგანაშვილმა VII გ კლასში (დამრ. ნ. რუსეიშვილი).

https://www.facebook.com/permalink.php?story_fbid=pfbid02RNofjGuvCam1ZdS7efACXCxoZedcrgTYCfGiTbch7FNpSnmHEAEoWr9m5hBFW8kgl&id=100009506949649



🟩თემა: ,,საქართველო _ მიწათმოქმედებისა და მეღვინეობის კერა და ეკონომიკური სარგებლობა".
♻️ისტორიის მიმართულებით მიზნების განსახორციელებლად მოსწავლეებმა შეისწავლეს ქართული ხორბლის ჯიშების ისტორია და ღვინის დაყენების უძველესი ქართული წესები, გაეცნენ არქეოლოგიურ კვლევებსა და აღმოჩენებს.
♻️მოსწავლეებმა შეძლეს სამიწათმოქმედო კულტურის ფართო საზოგადოებისთვის გაცნობა.
♻️მიღებული ცოდნა დაუკავშირეს ყოველდღიურ ცხოვრებას.
♻️მათემატიკის მიმართულებით შესწავლილი თემა იყო _ პროპორცია. ♻️მიზანი: პროპორციის ძირითადი თვისების მიგნება და ტრანსფერის საშუალებით მისი გააზრება.
♻️მოსწავლეებმა შეძლეს ცოდნის პრაქტიკაში გააზრებულად გამოყენება. ტრანსფერის საშუალებით მათ გამოიყენეს მათემატიკური უნარები სხვადასხვა ბიზნესმიზნისთვის.
🟪პრეზენტაციაზე მოსწავლეებმა სლაიდების საშუალებით წარმოადგინეს ისტორიული მასალა და ბიზნესმიზნისთვის გამოსაყენებელი ანგარიში.
🟩გაკვეთილს ესწრებოდნენ დირექციისა და კათედრის წარმომადგენლები, რომელთა რეფლექსიის მიხედვით, გაკვეთილმა წარმატებით ჩაიარა, მიზნები ორივე მიმართულებით მიღწეულია.
🟪ჩვენი სკოლის პროფესიონალი მასწავლებლები ზრუნავენ მოსწავლეები მოამზადონ საზოგადოებაში ინტეგრაციისა და ადგილის დამკვიდრებისთვის.

No comments:

Post a Comment