Monday, July 24, 2023

თერგდალეულები

ისტორიის წამყვანმა მასწავლებელმა ცირა გრიშიკაშვილმა ჩაატარა საინტერესო და შემეცნებითი ღია გაკვეთილი მე-9 ბ. კლასში (დამრიგებელი მაია ჩიქვინიძე). Tsira Kasrelishvili-Grishikashvili


🔵თემა: თერგდალეულები .
🔵მიზანი: ისტორიული ეპოქის გათვალისწინებით მოღვაწეთა ღვაწლის გამოკვეთა.
🔵დავალების პირობა და განხორციელების ფორმები: ✔მოსწავლეები განაწილდნენ ჯგუფებად,
✔საკუთარი თავის დაყენება ,,თერგდალეულთა" საზოგადოებრივი მოძრაობის წევრად.
🔷️გაკვეთილი მოიცავდა პოსტერების შექმნას, სადაც მოკლედ და მკაფიოდ იყო ასახული ,,თერგდალეულთა" სამოქმედო გეგმა. პოსტერების წარდგენის მიზანი კი სწორედ მათი პოპულარიზაცია და პროგრამის ძლიერი მხარეების წარმოჩენა იყო.
🔷️პრეზენტაციისას მოსწავლეებმა ნათლად წარმოაჩინეს თუ რა ღირებულებებისა და იდეალებისთვის იბრძოდნენ ,,თერგდალეულები".
დასკვნით ეტაპზე პოსტერების წარდგენის შემდეგ თითო ჯგუფიდან თითო წარმომადგენლით დააკომპლექტებულმა ჟიურიმ საუკეთესო პოსტერები შეარჩია შემდეგი ნომინაციების მიხედვით:
✔1. სრულყოფილად გადმოცემული პროგრამა;
✔2. ყველაზე მოკლედ და მკაფიოდ ჩამოყალიბებული სათქმელი;
✔3. ორიგინალური ნამუშევარი;
✔4. ყველაზე შემოქმედებითი შესრულება;
✔5. სახალისოდ გადმოცემული სათქმელი.
🔵 მოსწავლეები აქტიურად იყვნენ ჩართული პროცესში, ავლენდნენ საკითხის ცოდნას, თვალსაჩინო იყო გაგება, გააზრება, კრიტიკული აზროვნება.
🔷️ გაკვეთილს ესწრებოდნენ დირექციისა და კათედრის წარმომადგენლები.

ჩვენი სკოლის პროფესიონალი მასწავლებლები ზრდიან ღირსეულ თაობებს. 

No comments:

Post a Comment